60 წლის წინ, „რეალმა“ ჩემპიონთა თასის ყველაზე უხვგოლიანი ფინალი მოიგო (ვიდეო)

60 წლის წინ, 1960 წლის 13 მაისს, ჩემპიონთა თასისა და ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფინალი გაიმართა. გლაზგოში მადრიდის „რეალმა“ „აინტრახტი“ 7:3 დაამარცხა. მეხუთედ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი.

„რეალი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მეხუთედ მოიგო და ეს პრიზი სამუდამო მფლობელობაში გადაეცა.

„აინტრახტის“ დამარცხების შემდეგ, „რეალმა“ პაუზა აიღო. მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა თასზე ექვსი წლის შემდეგ მოიპოვა. ეს ტურნირი „სამეფო კლუბს“ 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც აბსოლუტური რეკორდია.

წყარო: https://1tv.ge/news/60-wlis-win-realma-chempionta-tasis-yvelaze-ukhvgoliani-finali-moigo-video/?fbclid=IwAR1u_5Z6uuijphMtserH241gCrsu0XcvCDsh9GRziMgQ911xuH6wCIZoYd8

კომენტარები