„სოფიკო ჭიაურელს ჩემი დახასიათება არ ჭირდება ,მაგრამ მაინც მინდა ჩემი შეფასება დავწერო და თან ერთი ეპიზოდი გავიხსენო“

-„სოფიკო ჭიაურელს ჩემი დახასიათება არ ჭირდება ,მაგრამ მაინც მინდა ჩემი შეფასება დავწერო და თან ერთი ეპიზოდი გავიხსენო.
ჩვენ ძმაკაცები ვიყავით!
ისიც ჩემსავით ხულიგანკა იყო!!
თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული!! ყველაფერს დებდა როლში და თავის თეატრში,ჯანმრთელობასაც!!
ხალხის დიდი სიყვარული, ყურადღება არ აკლდა,თვითონაც უყვარდა ,ხალხი,მაყურებელი!!
ყველას პატრონი და მეგობარი იყო……რა ვიცი დილამდე შემიძლია ვწერო……
ჩვენ “ყავა და ლუდზე” დავძმაკაცდით.
გადაღება ბაკურიანის ერთ-ერთ ახალ სასტუმროში გვქონდა. ლევ დუროვსა და ლარისა გუზეევასაც ვიღებდით.სოფიკოზე აფრენდნენ, აღმერთებდნენ!!
მეც ძალიან მიყვარდა!!!
ყველას გვიყვარდა!!
ერთ დღეს გადაღება კარგა გვიანობამდე გაგრძელდა და სოფიკოს მოშივდა.
ღამის 3-4 საათი იქნებოდა ,სასტუმროს მომსახურე პერსონალს უკვე ეძინა. რაღაც უნდა მომეფიქრებინა,სოფიკოს მშიერს ხომ არ დავტოვებდი? ძლივს მოვძებნე სამზარეულო, ჩუმად შევიპარე ,ავკრიფე საჭმელი, რაც მომხვდა ხელში და რომ უნდა გამოვიდე,ვხედავ კარი იღება და ვიღაც იპარება.
აუუუუ…მაგარი შევრცხვი,საჭმლის ქურდობაზე დამიჭირესთქო… მოვემზადე , უნდა ვიმართლო თავი და რას ვხედავ, სოფიკო!
ვეღარ მოუთმენია და ისიც შემოიპარა სამზარეულოში.ჯერ შეცბა და მერე გაუხარდა მე რომ დამინახა.
-სადა ხარ გოგო ამდენ ხანს,გამძვრა სული!!!
მე ჩურჩულით:
-თქვენთვის მომქონდა,აი ეს არის რაც ვიპოვნე და დავულაგე წინ.
-ახლა რამე რომ არ შევჭამო სულს გავაბრთხობ! მოდი აქ ვჭამოთ რა.. დროს ნუღა დავკარგავთ.
ვეტაკეთ ბუტერბროდებს.თავი არ აგვიწევია,ყველაფერს ერთად ვყლაპავდით! ბოლოს ცოტა რომ მოვსულიერდით ,მობილურის ფანარი გავანათე,კარები რომ გვეპოვნა და რას ვხედავთ,სასტუმროს დამლაგებელი კუთხეში მიტუზული, გაფართოვებული თვალებით,ხან მე მიყურებს ხან სოფიკოს,თვალებს არ უჯერებს!
გადაღება და მსახიობები რომ იყვნენ სასტუმროში არ იცოდა და სოფიკო რომ დაინახა, გამოშტერდა!!!
თავიდან ქურდები ვეგონეთ, მერე იცნო სოფიკო და ნეტარი ღიმილით გვიყურებდა როგორ ვსანსლავდით ყველაფერს😁😁
თურმე, ვედროს ასაღებად შემოსულა.
-შუქი აღარ ავანთე,ვიცოდი სადაც მედო ვედრო და ამ დროს თქვენც მოხვედითო. ისე სწრაფად და გემრიელად მიირთმევდით ,ხმა აღარ ამოვიღეო….ამას ვიფიქრებდი ,რომ ნამდვილ სოფიკოს აქა გნახამდით?
შეგარგოთ…..

მის მერე სოფიკო,შაყირობდა,მე და შენ “საობშნიკები” ვართ,ერთად გავძარცვეთ ბუფეტიო….“

ხათუნა ჟოლიძე

კომენტარები