64 ევროდ ვერ იცოცხლებ: ომბუდსმენმა ლატვიის მთავრობას სასამართლოში უჩივლა

რიგა. 2 ოქტომბერი.

ომბუდსმენმა იურის იანსონსმა 1 ოქტომბერს საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ობუდსმენის გვერდზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ სატვერსმეს, ანუ ლატვიის კონსტიტუციის პრინციპებთან შეუსაბამოა ქვეყანაში მოსახლეობის გარანტირებული მინიმალური საარსებო შემოსავალი.
იანსონსმა სარჩელი იმ დღეს შეიტანა, როცა მთავრობამ მოიწონა ცვლილებები კანონში გარანტირებული მინიმალური შემოსავლის შესახებ. თანახმად ცვლილებებისა, მომავალი წლიდან გარანტირებული შემოსავლის ოდენობა 53 ევროს ნაცვლად თვეში იქნება 64 ევრო.
ჯერ კიდევ 2017 წელს მოითხოვდა ომბუდსმენი მინიმალური შემოსავლის გაზრდას, მაგრამ ის უკმაყოფილოა მთავრობის გადაწყვეტილებით. მას მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არის მანიპულაცია, მოსახლების შეცდომაში შეყვანა, თითქოსდა რაღაც კეთდება, მთავრობა ზრუნავს მოსახლეობაზე. ლატვია ევროპის ქვეყნებში ბოლოდან მესამე ადგილზეა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. 2012 წლის შემდეგ იზრდება ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

წყარო: lv.sputniknews.ru

კომენტარები