პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებით!

 

რაც უფრო ახლოვდება საყოველთაო ვაქცინაციის პერსპექტივა,  მოსახლეობაში მით მეტად მატულობს უპასუხო კითხვები – უხიფათო იქნება თუ არა აცრები ადამიანების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის? არის თუ არა იმის გარანტია, რომ საყოველთაო ვაქცინაციის აუცილებლობის მოტივით გლობალისტურ-ფაშისტური ძალები კაცობრიობის მართულ მდგომარეობაში გადაყვანას არ შეეცდებიან? შევეცადე, საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებზე ზედაპირული პასუხები მაინც მომეპოვებინა და ამ მიზნით, პროფესორს, ექიმ ზურაბ ქუმსიაშვილს ვესტუმრე:

 

– საზოგადოება განსაკუთრებული უნდობლობით არის განწყობილი ცნება „ლუციფერაზას“ მიმართ. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინის შემადგენლობაში მოიაზრება ფერმენტი ლუციფერაზა, ამ ცნების ჟღერადობიდან გამომდინარე, ადამიანები დაიზაფრნენ და ეს სრულიად ბუნებრივია – ყველა ხომ არ არის მედიცინის მუშაკი ან ბიოლოგი, რომ ტერმინებში ერკვეოდეს. ლუციფერინი – ცილოვანი ნივთიერებაა, რომლის ფერმენტული ჟანგვა საფუძვლად უდევს ბიოლოგიურ ნათებას – ბიოლუმინესცენციას. ნათებას კონრეტულად, ჰაერის ჟანგბადით ლუციფერინის დაჟანგვა განაპირობებს. ეს პროცესი მიმდინარეობს ზოგიერთ ბაქტერიაში, სოკოებში, უმაღლეს მცენარეებში, ზოგიერთი თევზის და უხერხემლო ცხოველის ორგანიზმშიც. მრავალი ორგანიზმი განუწყვეტლივ ანათებს, თუკი გარემოში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი. ბიოლუმინეცენციას სხვადასხვა დატვირთვა აქვს: თავის დაცვის, საკვების მოძიების, საპირისპირო სქესის მოზიდვის და სხვა. ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბიოლუმინესცენციის მაგალითია უვნებელი მწერი – ციცინათელა.

ცნება ლუციფერინს და ლუციფერაზას არაფერი აკავშირებს წმიდა წერილის თანახმად ღმერთისგან განდგომილ სინათლის ანგელოზ ლუციფერთან, გარდა იმისა, რომ ლათინურად სიტყვა „Lucifer“ ნიშნავს „სინათლის მომტანს.“

 

 – ვაქცინაში რა მიზნით შეიძლება იყოს ლუციფერინი?

 

– გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაქცინა ლუციფერაზას შეიცავს – სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ლუციფერაზა მართლაც აღმოჩნდება ვაქცინაში, მისი დანიშნულება იქნება ერთადერთი: ბიოლუმინესცენციის საშუალებით აღმოაჩინოს აცრილი ადამიანი და ის განასხვავოს აუცრელი ადამიანისგან. ორგანიზმში ვაქცინასთან ერთად ლუციფერაზას შეყვანის შემდეგ ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით, ციცინათელასავით ნათებას არ დაიწყებს, თუმცა სპეციალური საიდენტიფიკაციო აპარატები ორგანიზმში ლუმინესცენციას შეამჩნევენ, რაც იქნება იმის დასტური, რომ ამ ადამიანმა ვაქცინაცია ჩაიტარა. ვიმეორებ – ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაში ლუციფერინის დამატება გადაწყდება. რამდენადაც ოფიციალურად ცნობილია, ვაქცინების ინგრედიენტებში ლუციფერაზა არ ფიგურირებს. ალბათ, ხელისუფლებები ვალდებულები არიან, საეკლესიო წრეებთან და მეცნიერებთან ერთად მოსახლეობაში ჩაატარონ საგანმანათლებლო მუშაობა, მოაწყონ სატელევიზიო გადაცემები, ბიოლოგიაში გაუცნობიერებელი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ისაუბრონ ვაქცინის ინგრედიენტების, ასევე, ვაქცინის მოხმარების შემდეგ მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების შესახებ.

 

 – როგორც ექიმს, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე რა გარემოება გაფიქრებთ?

 

–  შეშფოთებას, განსაკუთრებით, ის გარემოება იწვევს, რომ დაავადების აღმოცენებიდან ვაქცინის შექმნამდე გარკვეული დრო არის საჭირო, რათა  მეცნიერებმა მაქსიმალურად გაიაზრონ  დაავადების მექანიზმი და აცრის შემთხვევაში მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. 2020 წლამდე რეკორდად ითვლებოდა  1960-იან წლებში ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დრო – ამისთვის სპეციალისტებს 4 წელი დასჭირდათ! რაც შეეხება კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინას, უსწრაფესად, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში დაამზადეს.

მას არ გაუვლია ძალიან ბევრი გამოცდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების კვლევისთვის არის საჭირო.

 

 – კოვიდ 19 – ის წინააღმდეგ რამდენი სახის ვაქცინა არსებობს და საქართველოში რომელი ვაქცინის გამოყენება იგეგმება?

 

– 2021 წლის 14 იანვრის მონაცემებით, ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია: „პფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს სია 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში გაფართოვდეს. ეს ვაქცინები სპაიკ ცილის საშუალებით ერთგვარ ინსტრუქციას აწვდიან უჯრედებს. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რომელი და რა რაოდენობით ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა, ის კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს უკვე მიცემული აქვს შეკვეთა 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინის შესაძენად. სწორედ ამ ვაქცინებით მიმდინარეობს ამერიკასა და ევროპაში ვაქცინაცია. საერთოდ, ვაქცინაში შემავალი ინგრედიენტების ავ-კარგიანობაზე ისეთმა ადამიანმა უნდა ისაუბროს, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის ორგანული ქიმია, თუმცა, ფართო საზოგადოება ასეთ ცოდნას მოკლებულია, შესაბამისად, მოვლენებში და მოსალოდნელ საფრთხეებში ცუდად ერკვევა. არის ისეთი ტერმინები, რომელიც მოსახლეობას, განსაკუთრებით აშინებს, მაგალითად – ლიპიდური ნანონაწილაკები, რომლებიც ვაქცინებში გამოიყენება და მონოსპირალურ რნმ-ს ეხმარება უჯრედში გადასაადგილებლად. მაგრამ ამას დარგის არმცოდნე რომ წაიკითხავს, ცხადია, ცუდი ასოციაციები გაუჩნდებება. თავიდანვე, როცა ეს ვირუსი გავრცელდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძალიან სწრაფად გამოაცხადა პანდემია, რამაც მეცნიერებს გაუჩინა ვარაუდი, რომ ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი, რათა ვაქცინების რეალიზაცია მომხდარიყო.

 

 – სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლებში გვიჩვენებენ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ტელეკამერების წინ იცრებიან. რომელ ვაქცინას იკეთებენ ისინი?

 

– ასეთი პოპულიზმი დაუშვებელია. ამას ვაქცინის რეკლამის მიზნით აკეთებენ, საზოგადოების დასარწმუნებლად, თითქოს სრულიად უსაფრთხოა, თუმცა ისიც საკითხავია, სინამდვილეში იცრებიან თუ არა.

 

 – რამდენი ხანით შენარჩუნდება აცრის შედეგად იმუნიტეტი?

 

– საშუალოდ, ვაქცინა მოქმედებს 8 თვის განმავლობაში, მაგრამ ინდივიდუალურია ყველასთვის და შესაძლოა სავალდებულოც გახადონ მისი ყოველ წელს გაკეთება. თანაც, უკვე უამრავი შემთხვევა არის ცნობილი, როცა კოვიდგადატანილ ადამიანს ეს დაავადება განმეორებით დაემართა. ისმის კითხვა – ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს ვაქცინაციას? დიახ, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, ვაქცინა რამდენი ხნით შექმნის ორგანიზმში შესაბამის იმუნიტეტს, ამის დადგენას გამოცდილება და შესაბამისად, გარკვეული ვადა სჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ ამასობაში ვირუსიც, გარკვეულ მუტაციებს განიცდის და ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა უსარგებლო გახდეს ვირუსის ახალი შტამის წინაშე. როცა სტატისტიკას ასაჯაროებენ, უპრიანი იქნებოდა, შედარების მიზნით სხვა გრიპებით გარდაცვლილთა სტატისტიკაც დაედოთ. შესაძლოა, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკა ცოტათი მაღალი კიდეც იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მაინც არ არის ისეთი ნიშნული, პანდემია გამოეცხადებინათ, საზღვრები ჩაეკეტათ და ქვეყნების ეკონომიკა მიწასთან გაესწორებინათ.

 

 – ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც ჩანს, რომ აცრისას ზოგი გონებას კარგავს, ზოგი – კოორდინაციის უნარს… რა საფრთხე შეიძლება სდევდეს აცრას?

 

– არა მარტო კოვიდის საწინააღმდეგოს, ნებისმიერ ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები.

პროცენტი დიდი არ არის, თუმცა გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის აცრა შეიძლება სავალალო, ზოგისთვის კი – სასიკვდილო შედეგითაც დასრულდეს.

მაგალითად, აცრა დაუშვებელია ალერგიული ადამიანებისთვის; თავადვე ამბობენ, რომ 18 წლამდე მოზარდისთვის; ასევე, ორსულებისთვის. შეიძლება აცრისას ადამიანს გაუმწვავდეს რომელიმე თანმდევი სულ სხვა დაავადება. აქედან გამომდინარე, აცრისას დამაფიქრებელია 70 წელს გადაცილებული ადამიანების ბედი, ვინაიდან ხანდაზმული ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა დაავადებით. აქამდე არ არის გამოკვლეული, გრძელვადიან პერსპექტივაში აცრა უარყოფითად ხომ არ აისახება ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე – ასეთი დეტალების დასადგენად 2 წლის კვლევაც კი არ არის საკმარისი. მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა განპირობებულია არა იმით, რომ ზედმიწევნით კარგად ერკვევიან აცრების მექანიზმში; არამედ, პანდემიასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვით!

 

 – მოსალოდნელია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო პროცედურად გამოცხადდეს?

 

– ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი უფლებრივად თანაბარია, ხოლო აცრის იძულება დღეს მოქმედი კანონებიდან გამომდინარე – დაუშვებელია. სავალდებულოდ ვერ აქცევენ, თუმცა, მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ შესაძლოა, აცრა იქცეს მოქალაქეთა უფლებრივი დიფერენციაციის საფუძვლად – მაგალითად, აცრილ ადამიანს ექნება თვითმფრინავით მგზავრობის, ხალხმრავალ სავაჭრო თუ სხვა ობიექტებზე ყოფნის და სხვა უფლებებიც; აუცრელები კი, შეიზღუდებიან იმ მოტივით, რომ დაავადება არ გაავრცელონ; შესაძლოა, აუცრელი მოქალაქეები საჯარო სამსახურშიც აღარ მიიღონ.

  ბოლოთქმა:

ყოველივე აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას ჰგავს, რომ ვინც მხეცის ტვიფრით არ იქნება აღბეჭდილი, ვერაფერს იყიდის და გაყიდის, არსებობის უფლებაც, ამგვარად წაერთმევა.

ექიმის ოფისიდან დაფიქრებული გამოვედი…

პირბადის გაკეთება დაჯარიმების შიშზე უწინ, თბილისისთვის უჩვეულო იანვრის სუსხმა გამახსენა.

შებინდებულიყო.

აპოკალიფსური ჟანრის საშინელებათა ფილმის სიუჟეტის მსგავსად გარშემო ზომბებივით დაბორიალებდნენ ნიღაბაფარებული  ჩემი თანამოქალაქენი – ოდესღაც გმირი და მეომარი ქართველების შთამომავლები.

მომეჩვენა, თითქოს, ზოგიერთი მათგანი მკრთალად ანათებდა, დასტურად იმისა, რომ უკვე მიღებული ჰქონდა ანტიქრისტეს ნიშანი!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები