67 წლის კაცი ვაქცინაციიდან ორ კვირაში გარდაიცვალა – გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა – თამარ გაბუნიას განმარტება

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, 67 წლის კაცი ვაქცინაციიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის, გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ. ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, ვაქცინაციის შემდგომ თუ აღმოცენდა, შესწავლას ექვემდებარება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, მაგრამ ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ მოვლენასაც, რა თქმა უნდა, შეისწავლის, გვექნება დასკვნა მიზეზშედეგობრიობის შესახებ“.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო.3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზამიიღო.

კომენტარები