7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისის რეისი

-„იცით, ჩარტერული რეისები სრულდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა,– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამის გამო, შეგვიძლია დავადასტუროთ, 7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისი რეისი.

ვიცი,  ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებდა. მინდა ვთქვა, ჩვენგან იქნება ორგანიზებული უმაღლეს დონეზე ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ორშაბათს შეიმუშავებენ და გამოაქვეყნებენ ფრენების ახალ გრაფიკს.

ორშაბათს, ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავებთ და უკვე გამოვაქვეყნებთ ახალ გრაფიკს, ფრენების განრიგს. ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სახელმწიფოს მიერ გეგმაზომიერად ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყვანის ფრენები. ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, – ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია.

ეს მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა, ორგანიზებულად, გეგმაზომიერად, ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით. გარდა ამისა,  დავამატებთ კიდევ ჩარტერულ ფრენას, შემდეგ თანდათან რეგულარული ფრენებისკენაც გადავალთ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ მოლაპარაკების დასრულებაზე, რაც ახლა მიმდინარეობს თითოეულ ევროკავშირის სახელმწიფოსთან, რადგან 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ჩვენ ვართ, მაგრამ ეს სია არის მათთვის სარეკომენდაციო. ახლა თითოეული ქვეყანა თვითონ აყალიბებს ამ სიასთან მიმართებაში, რა რეგულაციები ექნებათ“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები