7 ოქტომბერს, ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს პირველი ქალი მოწამის – თეკლას ხსენებას

გილოცავთ! 7 ოქტომბერს, ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს პირველი ქალი მოწამის – თეკლას ხსენებას.

შეგვეწიოს ყველას წმინდა პირველმოწამე თეკლას ლოცვა-ვედრება.
ანგელოზის დღეს გილოცავთ ყველა თეკლას( თიას).

წმინდა თეკლა არის პირველი მოწამე ქალი, რომელმაც უამრავი ტანჯვა-წამება გამოიარა იესო ქრისტეს სიყვარულისა და ერთგულების გამო.

წმინდა თეკლა 18 წლის იყო როდესაც პავლე მოციქულს დაემოწაფა.
იგი, გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, თუმცა მან მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა,
რის გამოც მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა.
წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, ხან ხარებზე შეაბეს, თუმცა მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც წმინდა მოწამე ყველა განსაცდელისაგან სასწაულებრივად იხსნა.

უამრავი წამებისა და დევნის შემდეგ, წმინდანი ერთერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის უშიშრად ქადაგებდა.
მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

,,წმინდაო პირველ მოწამეო თეკლა, ევედრე ღმერთსა ჩვუენთვის“.

 

კომენტარები