7 სექტემბერი წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ტიტეს – კრეტელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა

წმიდა მოციქული ტიტე დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში კუნძულ კრეტაზე დაიბადა. სიჭაბუკეში იგი ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას გულმოდგინედ ეუფლებოდა. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან;

როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი გვამცნობს, მას ქალწულება დაუმარხავს.

ძილში ჩაესმა ხმა ოცი წლის ასაკში ელინური ამაოდ ბრძნობა დაეტოვებინა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. შემდეგაც, ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.

ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და ღრმა მოხუცებულობაში ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში მიიცვალა. სიკვდილის წინ მისი სახე მზესავით გაბრწყინავდა.

კომენტარები