7-9 მაისს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება – გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

-„7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება. აღნიშნული სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება. სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, სიფრთხილე გამოიჩინონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“.

კომენტარები