იუფშარის ხეობა, რიწის ტბისკენ მიმავალი გზა. აფხაზეთი

იუფშარის ხეობა, რიწის ტბისკენ მიმავალი გზა. აფხაზეთი, საქართველო.

მდინარე აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გეგის მარცხენა შენაკად. გამოდის რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ². სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს მიწისვქეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად — ზამთარშიც. საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ³/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.

 

 

 

კომენტარები