„8%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი – როცა ბიზნესები გაიხსნება, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში 5-ათასიან“- პაატა იმნაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ერთი საიმედო და კარგი ნიშანია, -პირველად, ამ ბოლო თვეების განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, –  19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც იყო დადებითი, დაახლოებით 8%-ია. ეს პირველად მოხდა, -ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა, ეს  საიმედო მაჩვენებელია. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, -100-200 შემთხვევიდან 2 თვეში ავედით 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,  დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ პირველი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში 5-ათასიან მაჩვენებელს. მოსახლეობამ შემსუბუქების შემდეგ სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოს.

გახსნების საკითხს ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით. ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. ვიმედოვნებ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილისემ, პაატა იმნაძემ.

პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება. 

კომენტარები