8 ნოემბერს, ოპოზიციამ საერთო აქცია დაანონსა – საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ

8 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციამ საერთო აქცია დაანონსა. 

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.

-„სანამ არ გავიმარჯვებთ, დანებებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, ელექტრონული სამაჯური რუსთაველზე აქციაზე შეკრებილ ხალხში ისროლა.

-„მე ვიხსნი ამ სამაჯურს და არარ ვატარებ. ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ. გამორიცხულია.

ცივი გონებით ვფიქრობდი, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ, რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, ჩემს თავს ვუღალატო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მითხრა, ნიკა, მთავარია შენს ცხოვრებაში შენს თავს არ უღალატოო, თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია. ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, – ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში, თუ ვიქნები გარეთ თქვენთან ერთად ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ მოვთხოვ ჩემს ოჯახის წევრს, რომ ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც მე ვარ სამაჯურშებმული. ასე, რომ ნახვამდის სამაჯურო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 ნიკა მელია ელექტრონულ სამაჯურს 2019 წლის 2 ივლისიდან ატარებს. ამასთან,ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე გადადგილების უფლება არ აქვს. ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

 

კომენტარები