8-9 ოქტომბერს ებრაელი ხალხი იომ-ქიფურის დღესასწაულს აღნიშნავს

იომ-ქიფური იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულია. ეს მიტევების, გამოსყიდვის, განკითხვის დღეა.

ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, ყველა ებრაელი ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს და მარხულობს.

25 საათიანი მარხვა მზის ჩასვლიდან იწყება და მომდევნო საღამოს სრულდება. ღვთისმსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. ღრმადმორწმუნე ებრაელები კი არჩევენ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ სინაგოგებში, იმისთვის რომ სინანული გამოხატონ ჩადენილი ცოდვების გამო და ღვთისგან მიტევება ითხოვონ.

ყველა იუდეველს იომ-ქიფურის დღესწაულს ვულოცავთ!

 

 

კომენტარები