80-ზე მეტი სირაქლემა ფერმიდან გაიპარა და ქალაქის ქუჩებში „გაიჭრა“ – ვიდეო

ჩინეთში, გუანსი-ჯუანის რაიონში, 80-ზე მეტი სირაქლემა ფერმიდან გაიქცა. ფრინველები ქალაქ ჩუნცზოს ქუჩებში „გაიჭრნენ“. მათი უმეტესობა ფერმაში უკვე დააბრუნეს.

ქუჩებში სირაქლემების „ვოიაჟის“ დროს, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ სირაქლემები გაიქცნენ ადგილობრივი მეურნეობიდან გახსნილი კარიბჭის გავლით.

კომენტარები