80 წლის ასაკში ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა – გეგა კობახიძის მამა
80 წლის ასაკში ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა.
მიხეილ კობახიძე მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო. გეგა ე.წ. “თვითმფრინავის ბიჭების” საქმეზე, 1984 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს.
1964 წელს გადაღებულმა ფილმმა “ქორწილი” სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.
1967 წელს კობახიძემ გადაიღო ფილმი “ქოლგა”, რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და “ფიპრესის” პრიზი მოიპოვა. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მუსიკოსები”, რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.
1996 წელს მან ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მიხეილ კობახიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.