80 წლის ბრიტანელმა პენსიონერმა, ჯონ სამერმა, 12 წლის წინ ფეხმოტეხილი თოლია გადაარჩინა

80 წლის ბრიტანელმა პენსიონერმა, ჯონ სამერმა, 12 წლის წინ ფეხმოტეხილი თოლია გადაარჩინა.  ფრინველს ყოველდღე კვებავდა. თოლიას თავად საკვების მოპოვება არ შეეძლო.

მას შემდეგ მამაკაცი ყოველდღე სტუმრობს Instow Beach-ის (დევონის საგრაფო) უახლოეს სანაპიროს, ხოლო თოლია მასთან მიფრინავს.

ჯონმა ფრინველს სახელიც დაარქვა – ჩიპი. როდესაც მამაკაცი სანაპიროზე სეირნობს, თოლია გვერდიდან არ სცილდება. სანაპიროზე მყოფ ადამიანებს შორის, ჩიპი თავის გადამრჩენელს შორიდან ცნობს და მხოლოდ მასთან მიფრინავს.

ამჟამად თოლია დაახლოებით 20 წლისაა, რაც ადამიანის ასაკთან შეფარდებით, 80 წელია. გამოდის, რომ ჯონი და ჩიპი ერთ ასაკში არიან. თოლიებში მაქსიმალური ასაკი 32 წელია, რაც კი ამ დრომდე დაფიქსირებულა.

მამაკაცი თოლიას კვებავდა ძაღლის ორცხობილებით, რომელსაც ის თავისი ძაღლის – ჯეკისთვის ყიდულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩიპის ფეხმა შეხორცება დაიწყო. ჯონი მას ყოველდღე კვებავდა, ფრინველი მამაკაცს სულ უფრო ენდობოდა.

„როდესაც ჩიპი დაშავებული ვიპოვე, ის ტკივილისგან დიდ ხმაზე ყვიროდა. არ ვიცოდი, როგორ მემოქმედა. მომდევნო დღეს სანაპიროზე სასეირნოდ გამოვედი, ის კვლავ დავინახე. საცოდავი ფრინველი ტკივილისგან ისევ ყვიროდა. მას არ შეეძლო ფრენა და საკვების მოპოვება. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ჩიპი ვერ გადარჩებოდა, რადგან მისი ფეხი საშინლად გამოიყურებოდა. რამდენიმედღიანი მზრუნველობის შემდეგ, ის თავად მოდიოდა ჩემთან და მეც მიახლოების უფლებას მაძლევდა. ჩიპი არავის მიმართ არ ყოფილა ისეთი ნდობით, როგორც ჩემთან. მარტში ის უკეთ გახდა და გაფრინდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში თოლია დაბრუნდა და როგორც ჩანს, კვლავ ვახსოვდი”, – ამბობს ჯონი.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ისინი სანაპიროზე თითქმის ყოველდღე სიხარულით ხვდებიან ერთმანეთს.

წყარო: lucipost.com

კომენტარები