“პოროშენკომ ხაფანგად ნაღმები დაგვიტოვა“ _ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

 უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, წინამორბედი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს სკანდალური კანონების გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლას გეგმავს.

ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტებთან, ზელენსკის მრჩეველმა, უკრაინის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრ დანილკომ ისაუბრა.

რუსულ გამოცემა „liga.net”-თან საუბრისას, მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის სამომავლო გეგმებში, პირველ რიგში, კორუფციასთან ბრძოლა განიხილება, შემდგომ გეგმებში კი, – სასამართლო სისტემის მოწესრიგება, ძალოვანი სისტემის რეფორმირება და ყოფილი პრეზიდენტის მიერ მიღებული კანონების შეცვლა შედის. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მომავალ ხელისუფლებას ნაღმები დაუტოვა.

“ჩვენ ვიცით რომ, წასვლის წინ პოროშენკომ ხაფანგად ახალი ნაღმები დაგვიდო და დაგვიტოვა“ _ აცხადებს დანილენკო.

შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტამდე, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, თანამდებობიდან მოხსნა, უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი იური ალეროვი, რომელიც ნიკალაი ბალანომ შეცვალა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დონბასში, ძალოვან მოქმედებებში მონაწილე გვარდიის უფროსიც გაათავისუფლა. სავარაუდოა, რომ ზელენსკის მრჩეველმა, „ახალ ბომბად“ საკადრო ცვლილებები და ახლადარჩეული მაღალჩინოსნები მოიაზრა.

კომენტარები