კიევში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმეზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პოროშენკოს ძალის გამოყენებით დაკითხავენ
უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, 2014 წელს, ქ. კიევში, თავისუფლების მოედანზე მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმეზე დასაკითხად, პროტოკოლი დაამტკიცა.
ამის შესახებ უკრაინულ პრესასთან, უკრაინის გენერალური პროკურორი სერგეი გორბატიუკი საუბრობს.
პეტრო პოროშენკო დამატებით უკვე დაკითხეს, თუმცა მას დაკითხვაზე მისვლა ისევ მოუწევს. პროკურატურას კითხვები პეტრე პოროშენკოსთან, კიევის ცენტრში განვითარებული მოვლენების გამო აქვს, რომელმაც ქვეყნის მომავალი მთლიანად შეცვალა.
პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებებით, გამოძიებას დაეხმარება. დაკითხვის ფორმის პროტოკოლი პოროშენკომ ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავა, თუმცა დღემდე დამტკიცებული არ იყო.
დაკითხვის შინაარსი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავისუფლების მოედანზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე, პეტრე პოროშენკოს, 6 საათი კითხავდნენ. 7 მაისს, კიევის მოედანზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე, ის რამდენჯერმე დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა, რაზეც მოგვიანებით განმარტა, რომ დანიშნულ დროს მას არ ეცალა.
გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ პოროშენკოს დაკითხვაზე გადაყვანა ძალის გამოყენებით დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, უცნობი სნაიპერების თავდასხმას, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.