9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, უვადო პატიმრობა შეუფარდეს

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

მოზარდი, გასული წლის 25 ოქტომბერს, მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, მას ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები