9 ოქტომბერი – დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა

9 ოქტომბერი – დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა,რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული.

სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წელს თბილისში ჩამოაბრძანეს.

პორტაიტისას ასლი წმიდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად.

მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს -ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.

კომენტარები