ფლორიდას შტატში  მედდების უმრავლესობამ საავადმყოფოები დატოვა

-„ფლორიდას შტატში  მედდების უმრავლესობამ საავადმყოფოები სამედიცინო აღჭურვილობის არქონის გამო დატოვა, ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ მუშაობა.

ვირუსიან პაციენტებთან რეანიმაციაში ნიღბის გარეშე შესვლამ ბევრი მედპერსონალის დაინფიცირება გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა. მათ სამსახურები დატოვეს.

დარჩენილი მედ-პერსონალი არასაკმარისია. სამედიცინო პერსონალი მალე საერთოდ აღარ გვეყოლება, დაინფიცირებულების მკურნალობასაც საერთოდ ვეღარ შევძლებთ”, – აცხადებენ შტატის ჯანდაცვაში. 

კომენტარები