“ეჰ რამხელა ზიზღი და სიძულვილია ხალხში, როგორ გვძულს ერთურთი”-დავით ზურაბიშვილი:

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“ეჰ რამხელა ზიზღი და სიძულვილია ხალხში, როგორ გვძულს ერთურთი, როგორ არ ვცდილობთ გავუგოთ ერთმანეთს და ლამისაა ყელში ვწვდეთ განსხვავებული აზრის გამოო, ამოიოხრა ქოცმა, მერე ტელეიმედის ინტერაქტივში დარეკა, კითხვაზე “უნდა იჯდეს თუ არა ყველა ნაცი ციხეში?” პასუხი “დიახ” აირჩია და თავისთვის ჩაილაპარაკა, მართლა სანამდე შეიძლება ამ მანიაკების ატანაო.

#საქართველოარისესე”- წერს ზურაბიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები