AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ყველა ასაკის ადამიანისთვის

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ყველა ასაკის ადამიანისთვისაა რეკომენდირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები  აცხადებენ:

-„AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი ნებისმიერ რისკს აღემატება, მისი გამოყენება რეკომენდებულია 65 წელს ზემოთაც. ვაქცინის გამოყენება ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც შეიძლება“.

გერმანიის ვაქცინის კომიტეტი აცხადებს, რომ ბრიტანული კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს უნდა გაუკეთდეს. ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

კომენტარები