AstraZeneca – „ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებული ინგრედიენტებისგან არ მზადდება და ისლამურ კანონებს“

AstraZeneca-ში აცხადებენ,  მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებული ინგრედიენტებისგან არ მზადდება და ისლამურ კანონებს შეესაბამება. ვაქცინა არ შეიცავს არც ღორის, არც სხვა ცხოველურ ინგრედიენტებს.

ინდონეზიის უმაღლესმა მუსლიმთა სასულიერო საბჭომ, ინდონეზიის ულემას საბჭომ, 19 მარტს AstraZeneca ვაქცინის მისაღებად ტრიპსინის გამოყენებაში  დაადანაშაულა,  რომელიც ღორის პანკრეასისგან მიიღება.  ინდონეზიამ ამ ბრალდების მიუხედავად, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. წერს  Reuters-ი.

კომენტარები