ყურადღება! ხალხის დასაბნევად, AstraZeneca -ს სახელი გადაარქვეს – Vaxzevria დაარქვეს

 

 

ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინას 25 მარტს სახელი გადაარქვეს.

როგორც ევროპის წამლის სააგენტო (EMA) იუწყება – ამ პრეპარატს ახალი სახელწოდება აქვს- Vaxzevria.

ვაქცინის ე.წ. რებრენდინგი პრეპარატის მიერ გამოწვეული საშიში გართულებების ფონზე მოხდა.

ავსტრიაში  აცრილ პირს  მრავლობითი  თრომბოზი დაუდასტურდა და ის  პირველი დოზის მიღებიდან  10 დღეში გარდაიცვალა.  კიდევ ერთი  აცრილი  ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ჰოსპიტალში მოათავსეს.

მოგვიანებით  სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც გავრცელდა  ინფორმაციები  ვაქცინაციის მსგავს გართულებებზე.

ამის საფუძველზე ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca -ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი.

AstraZeneca – ს გამოყენება მსოფლიოში:

 

ოქსფორდული  ვაქცინის  გამოყენება  გარკვეულ   ქვეყნებში  შეჩერებულია  აცრის შემდგომი თრომბების განვითარების გამო

 

აგრძელებენ   ვაქცინის  გამოყენებას: 69

სრულად   შეაჩერეს   გამოყენება: 4

შეაჩერეს  მოსახლეობის  გარკვეულ  ჯგუფებთან: 2

რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ახლაც შეჩერებული აქვს ამ ვაქცინის გამოყენება, თუმცა, EMA ამტკიცებს, რომ პრეპარატი არ ზრდის თრომბოემბოლიის რისკს და მისი დამცველობითი ეფექტი აღემატება რისკებსა და გვერდით მოვლენებს. მკვლევარები ჯერ კიდევ შეისწავლიან მომხდარ ფაქტებს.

შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს პორტალზე

მითითებულია, რომ პრეპარატის სახელის გადარქმევას სხვა ცვლილებები აღარ მოჰყვება, თუმცა, ვაქცინაციის სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ პრეპარატის ახალი სახელწოდება, რადგან ინფორმაციამ პროდუქტის შესახებ, მისმა მარკირებამ და შეფუთვამ შესაძლოა სახე იცვალონ.

 

წყარო: https://www.ema.europa.eu/en/medicines/human/EPAR/vaxzevria-previously-covid-19-vaccine-astrazeneca

თინათინ გოცაძე

კომენტარები