BBC – „კორონავირუსის რუსულმა ვაქცინა Sputnik-V-მა ანტისხეული შექმნა, გვერდითი მოვლენები არ აქვს“

კორონავირუსის რუსულმა ვაქცინა Sputnik-V-მა ანტისხეული შექმნა, მას გვერდითი მოვლენები არ აქვს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც რუსეთში Sputnik-V-ს იღებდნენ, მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნებათ.

-„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები დამაიმედებელია. რუსეთში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, – ის დადებითად მოქმედებს პაციენტების მდოგმაროებაზე, აძლიერებს მათ იმუნიტეტს“,- განაცხადა ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მეცნიერების პროფესორმა ბრენდან ვრენმა.

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ გასულ თვეს განაცხადეს, ამას დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები უნდობლად უყურებდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვაქცინის მასობრივი წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება, კორონავირუსის ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმაც გაიკეთა.

კომენტარები