(BBC) – „რვა ერზე“ იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

შემოდგომაზე  „რვა ერის“ ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს.

ამის შესახებ  „ბიბისის“ (BBC) შოტლანდიური გამოცემის ჟურნალისტი, ტომ ინგლიში წერს,

-„შოტლანდიის ნაკრებისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირება „მარიფილდზე“, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. დიდი ალბათობით გაიმართება, მაგრამ გუნდებს შორის მეორე დაპირისპირება, „რვა ერის“ ფარგლებში შედგება“, – წერს ჟურნალისტი.

ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი ერთ ჯგუფში არიან განაწილებულნი, საქართველოს ტურნირზე ჩართვის შემთხვევაში „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები იტალია, საფრანგეთი და შოტლანდია იქნებიან. ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დეკემბერს დასრულდება. ბოლო კვირას, მატჩებში  გუნდები მეორე ჯგუფში მის პოზიციაზე მყოფ ნაკრებს დაუპირისპირდება,ეს ნიშნავას იმას, რომ, შესაძლოა, საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირებაც იყოს.

იაპონიის რაგბის კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, – „საკურები“ „რვა ერის“ გათამაშებაში ვეღარ ჩაერთვებოდნენ. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივ დონეზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გართულებები დასახელდა.

იაპონიის რაგბის კავშირის გადაწყვეტოილებით, 2020 წლის მიწურულს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა შიდა ჩემპიონატისა, გადაწყვეტილება ნოემბერსა და დეკემბერში გასამართ „რვა ერის“ ტურნირსაც ეხება, იაპონიას და ფიჯის „ექვსი ერის“ ტრადიციულ წარმომადგენლებთან უნდა ეასპარეზათ. ამ ინფორმაციას პოპულარული ადგილობრივი გამოცემა „იომიური“ (Yomiuri) და „იაჰუს“ (Yahoo) იაპონური გამომცემლობა ავრცელებენ.

 

კომენტარები