Bild: პუტინი ერდოღანთან ერთად ევროკავშირის საზღვრებისკენ ლტოლვილთა ნაკადებს გზავნის

 

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი გერმანული უსაფრთხოების წრეების წყაროებზე დაყრდნობით წერს. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ბელორუსის გავლით გერმანიაში 6 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. გერმანიაში თვლიან, რომ ეს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპასუხო ნაბიჯებია ევროკავშირის სანქციების მიმართ მის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

გამოცემის წყაროების მიხედვით, ამაში ლუკაშენკოს ეხმარებიან პუტინი და ერდოღანი. მათ გახსნეს არხი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ბელორუსში
გადასვლისთვის, საიდანაც ლტოლვილები შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებისკენ მიემართებიან, მიგრანტების დიდი ნაკადი ლიტვას და პოლონეთს აწყდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მიგრაციულ კრიზისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა. „ლუკაშენკო ახორციელებს ამ [ლტოლვილთა] თავდასხმას. მაგრამ მას ასევე ჰყავს თანამძრახველი – პუტინი, ”- განაცხადა მორავეცკიმ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები