British Airways-ის პილოტები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

British Airways-ის პილოტები ხელფასების ზრდის მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვას მართავენ. ამ ინფორმაციას Deutsche Welle -ი ავრცელებს.

9 სექტემბერს ავიაკომპანიამ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან რეისების გააუქმა. ორდღიანი გაფიცვა თითქმის 300 ათასი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე აისახა.

ბრიტანელი პილოტების პროფკავშირის (BALPA) ინფორმაციით, გაფიცვის ერთი დღე ავიაკომპანიას 40 მილიონი გირვანქა დაუჯდება. 48 საათში ავიაკომპანია  1700-მდე ფრენას ახორციელებს.

British Airways-ისა და BALPA-ს მოლაპარაკებები 9 თვეა მიმდინარეობს. ივლისში ავიაკომპანიამ პილოტებს სამი წლის განმავლობაში ხელფასების 11,5%-ით მომატება შესთავაზა.

კომენტარები