„Casu marzu“ – ყველაზე სახიფათო კერძი მსოფლიოში

ჟურნალმა „Newsweek“-მა, ეს იტალიური კერძი, რომელიც მეტი წილი სარდინიაში მზადდება, ყველაზე სახიფათო საჭმელად დაასახელა.
ეს არის იტალიური ცხვრის ყველი, რომელიც ყველის ბუზის მატლებს შეიცავს. „Casu marzu“ სარდინიულიდან, როგორც „დამპალი ყველი“ ან „ჭიანი ყველი“ ითარგმნება.
ყველის ზედა ნაწილის რბილობი, ცოცხალი მატლებით არის სავსე, რაც მას მკვეთრი სიდამპლის სუნსა და მწარე გემოს აძლევს.

ეს ყველი საშიშია ჯანმრთელობისთვის, ამიტომაც მისი გაყიდვა იტალიაში აკრძალულია. 2010 წლიდან სარდიის კულტურულ დოვლათად არის აღიარებული. რის გამოც მისი გაყიდვა, სარდინიის ტერიტორიაზე ნებადართულია.
ერთი კილოგრამი ყველის საფასური 200 ევროს შეაადგენს.

„Casu marzu“ იტალიური ცხვრის ყველისგან – პეკორინოსგან მზადდება. მის ზედა ნაწილს აზიანებენ და გარეთ გააქვთ, რომ ყველის ბუზმა მანდ კვერცხები დადოს. ამის მერე ყველს სპეციალურ საცავში ინახავენ. შემდგომ კვერცხებიდან ჭიები ჩნდებიან, რომლებიც ყველის ჭამას და გარკვეული სითხის გამოყოფას იწყებენ, რომელსაც – „lagrima» (ცრემლებს) უწოდებენ.

როგორც წესი, სამი თვის მერე ყველი მომწვანო ფერს იღებს და მკვეთრ სუნსაც იძენს. ყველის მზაობას თვალით განსაზღვრავენ, თუ რა რაოდენობის მატლს შეიცავს ის. ერთი ყველის თავი ათასობით მატლს შეიძლება შეიცავდეს, რომელთა სიგრძეც 8 მმ.-ია.
„Casu marzu“-ს მირთმევა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირბული. მატლები საკმაოდ მოძრავი არიან. თუ შეაწუხებ, ისინი 15 სმ.-ზე ხტებიან. ამიტომ, ამ ყველის მირთმევისას, თვალების დასაცავად, სპეციალურ სათვალეს ხმარობენ.

მატლებიანი ყველის მირთმევა არ შეიძლება, რადან კვდომის შემდეგ, ისინი დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნაერთებს გამოყოფენ, რომელმაც შესაძლოა, მოწამვლა გამოიწვიოს.

კომენტარები