CNN – ექიმი, რომელიც ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მადგილე, სერგეი მაქსიმიშინი,  მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გარდაცვალების შესახებ განცხადება ომსკის საავადმყოფომ გაავრცელა.

სერგეი მაქსიმიშინი,   რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს – ალექსეი ნავალნის, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

ომსკის რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, – „წინასწარი მონაცემებით”,  55 წლის ექიმის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს,  დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები