„Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა- დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 000 დოლარი“- ამირან გამყრელიძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„დარწმუნებული იყავით, – Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა.  დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით.  საქართველოში, ვაქცინაცია, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება.Covax პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. ფაიზერთან” უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება, დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, – ქვეყანა მალე მიიღებს”.

კომენტარები