COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ჯანმოსა და ჩინეთის ერთობლივი კვლევის შედეგები მოიპოვეს

Associated Press-მა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ჯანმოსა და ჩინეთის ერთობლივი კვლევის შედეგები მოიპოვა.

დოკუმენტის შავ ვერსიაში ნათქვამია, –ღამურებისგან კორონავირუსი ჯერ სხვა ცხოველს, შემდეგ  ადამიანს გადაედო. სპეციალისტები აცხადებენ, ვირუსის ხელოვნური წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.  მაგრამ  არც ღამურებისგან პირდაპირი გადაცემის ვარიანტს გამორიცხავენ.

ჯანმოში განაცხადეს, დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვყენებენ.

სპეციალისტებთან საერთაშორისო ჯგუფს, რომელსაც დანიელი პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობდა, უხანში 14 იანვარს ჩავიდა, სადაც ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები