COVID19-ის 196 შემთხვევა, ძირითადი ნაწილი აჭარაშია – „ვირუსი მარტივი არ გეგონოთ, ეს არის საკმაოდ“

საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

-„ვირუსი მარტივი არ გეგონოთ, ეს არის საკმაოდ რთული ვირუსი, ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, ახასიათებს მულტისისტემური ორგანული დაზიანება, გართულებების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი და ამ გართულებებს სიცოცხლისთვის საშიში გამოსავალი აქვს..

ჯერჯერობით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, კორონავირუსს გაუმკლავდეს. შესაბამისი საწოლფონდი არის, მინიმუმ 3 000 საწოლი გვექნება, ეს არ არის პრობლემა,  საჭირო თუ იქნება, საწოლფონდი გაიზრდება. ეს იძლევა სიტუაციის კონტროლს.

მთავრია, არ გვყავდეს ბევრი მძიმე შემთხვევა, სიკვდილობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები არ გაიზარდოს. ასეთი წესით მართვა დაავადების არის საწინდარი,  დაავადების სიმძიმის პრევენცია რომ მოხდეს, დროული, ადეკვატური მკურნალობის შედეგად, აქედან გამომდინარე, ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ. ამ მძიმე, ვერაგ დაავადებას საქართველო უმკლავდება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს.

გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, – აჭარაშია ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არც ერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცემები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“,-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები