Doing Business 2020 – საქართველო მე-7 ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მორიგი რეიტინგი ბიზნესის იოლად წარმოების შესახებ «Doing business 2020». ამ რეიტინგში საქართველო მეშვიდე პოზიციას იკავებს. მართალია, ქვეყანა შარშან მე-6 ადგილზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაუარესდა მდგომარეობა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები. პირიქით, შაშანდელთან შედარებით საქართველომ მეტი ქულები გამოიმუშავა 83,7 (83,28 – 2018 წელს). მაშ რატომ ჩამოქვეითდა ერთი სტრიქონით? ის აშშ-მ ჩააჩოჩა და თვითონ დაიკავა მე-6 ადგილი. ბუნებრივია, უაზრობაა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკის შედარება, აი, რეიტინგში ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნა ტოპ-10-ეულში კი აშკარად უპირატესობას ნიშნავს ისეთი პატარა კავკასიური ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
საქართველოს ამგვარი რეიტინგი განაპირობა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ყველა მნიშვნელოვან სფეროში გატარებულმა რეფორმებმა, იქნება ეს საგადასახადო, სამართალდამცავი, სასამართლო თუ სხვა. ქვეყანაში არსებითად შემცირდა გადასახადები, პრაქტიკულად აღმოფხვრილია კორუფცია, ამაღლდა უსაფრთხოების დონე, და აღარ არის ბიუროკრატია. საქართველოში ბიზნესის წამოწყება და კომპანიის დარეგისტრირება ერთ დღეშია შესაძლებელი.


სირთულეთა არარსებობა და დიდი პერსპექტივები, რომლებიც აქ იშლება საერთაშორისო ბიზნესისთვის, ქვეყანაში იზიდავს ბევრ არარეზიდენტს. აქ ხომ, გარდა საგადასახადო სისტემის ლოიალურობისა, უცხოელ ბიზნესმენებს ელოდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ბევრი სასიამოვნო სიახლე, მათ შორის, თითქმის ნულამდე დაყვანილი გადასახადები – ამის საშუალებას იძლევა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ასეთი კი საქართველოშო ოთხია. IT-ფირმებისთვის ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი. ფირმა, რომელიც მიიღებს სერტიფიკატს «Virtual zone», აღარ იხდიან გადასახადს, გარდა ორისა: დივიდენდებიდან 5% და საპენსიო ფონდში შესატანი 4%.

წყარო: internationalwealth.info

კომენტარები