DRI: „აქციაზე გამოყენებული ძალა არაპროპორციული, უკანონო და დაუსაბუთებელი იყო“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) განცხადებას ავრცელებს:

-„დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული, უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, – მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო”.

ცესკოს შენობასთან, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

-„აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს“, – განაცხადა  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ.

კომენტარები