Fox: „ვაქცინაციის შედეგად აშშ-ის 3,3 ათასზე მეტი მკვიდრი გარდაიცვალა“

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ, 20 დეკემბრიდან 23 აპრილამდე აშშ-ში მინიმუმ 3 362 მკვიდრი გარდაიცვალა. ეს მონაცემები ვაქცინის უარყოფითი მოვლენების გაშუქების სისტემის (VAERS ) ინფორმაციის საფუძველზე, Fox News–მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

გამოანგარიშებით, ქვეყანაში მოცემულ პერიოდში ვაქცინაციის შემდეგ, დღეში დაახლოებით 30 ადამიანი იღუპება. გამოანგარიშების გათვალისწინებით, ტელეწამყვან ტაკერ კარლსონის მოსაზრებით, ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 3 722-ია.

წლების განმავლობაში VAERS, ვაქცინის უსაფრთხოების პროგრამა მწვავედ გააკრიტიკეს, რომელსაც ერთობლივად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრები (CDC) და სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) მართავდნენ, მან არ გაითვალისწინა ვაქცინებით გამოწვეული ყველა „უზრუნველყოფილი ზიანი“, მათ შორის სიკვდილიანობის შემთხვევები, რომლებიც მოჰყვა მათ მიღებას.

-„ვაქცინების არასასურველი გვერდითი მოვლენები მხოლოდ 1% -ზე ნაკლებია“, – ნათქვამია 2010 წელს აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტში ჩატარებულ ანგარიშში.

კომენტარები