Google-ის პაროლების მენეჯერი მომხმარებელს გააფრთხილებს, თუ პაროლის გატეხვას შეეცდებიან
Google-ის პაროლების მენეჯერი მომხმარებელს გააფრთხილებს თუ მის მიერ შენახული პაროლის გატეხვას შეეცდებიან. ახალი ფუნქცია, რომელსაც Password Checkup-ი ჰქვია, პაროლების მენეჯერში 2 ოქტომბერს გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wired-ი ავრცელებს.
თუ მომხმარებლის პაროლი არასაიმედოა, Password Checkup-ი ამის შესახებ მას გააფრთხილებს და შეცვლის რეკომენდაციას მისცემს.
სამომავლოდ პაროლის შემოწმება შესაძლებელი იქნება Chrome ბრაუზერიდან. ამისთვის მომხმარებელს დამატებითი გაფართოების დაყენება აღარ დასჭირდება.