IRI -გამოკითხულთა უმეტესობა ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა

IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, – „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 16%
  • „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 5%

გამოკითხულთა 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.

კომენტარები