IRI- 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, გიორგი გახარია 65%-ს, კახა კალაძე 54%-ს

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით შეგროვდა, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით:

გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, -გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზეა ქალაქის მერი, კახა კალაძე 54%-ით.

დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 52%-მადაასახელა, ნიკა მელია 42%-მა , ბიძინა ივანიშვილი 40%-მა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 39%-მა, დავით უსუფაშვილი 36%-მა, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე  და ირაკლი კობახიძე 33-33%-მა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი31%-მა, გიგი უგულავა მოსწონს 29%-ს, შალვა ნათელაშვილი 27%-ს,  მამუკა ხაზარაძე 26%-ს, ალეკო ელისაშვილი 26%-ს,  ლევან ხაბეიშვილი 24%-ს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 21%-ს, ირმა ინაშვილი 21%-ს, ნინო ბურჯანაძე 20%-ს, ბადრი ჯაფარიძე 17%-ს.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები