Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე მოქმედი შეზღუდვები მოხსნეს

ამერიკულმა რეგულატორებმა კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე მოქმედი შეზღუდვები მოხსნეს. წერს New York Times-ი .

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) შეთანხმების საფუძველზე ვაქცინის გამოყენება უნდა გაგრძელდეს. პრეპარატი  უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა თრომბის განვითარების შესაძლებლობის პოტენციური რისკის შესახებ გაფრთხილება ეტიკეტზე იქნება დატანილი.

ვაქცინის გამოყენება შეიძლება 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის. აუცილებელია 50 წლამდე ქალების გაფრთხილება თრომბის განვითარების იშვიათ შემთხვევებზე.

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია 13 აპრილს გასცეს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი „ვაქცინის მიღების შემდეგ, 6 ადამიანის შემთხვევაში, იშვიათი თრომბოზის განვითარება იყო“.

კომენტარები