Lyapis Trubetskoy ბათუმში კონცერტს გამართავს

Lyapis Trubetskoy ალბომის Ты кинула 20 წლისთავს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავს.
ცნობილი ბელარუსული პანკ-როკ-ჯგუფი Lyapis Trubetskoy („ლიაპის ტრუბეცკოი”) ბათუმის კლუბ „პორტ-ოდესაში” 15 აგვისტოს კონცერტს გამართავს.
ბათუმში ჯგუფი ორსაათიანი პროგრამით წარდგება და თავის ოქროს ჰიტებს შეასრულებს.
„Lyapis Trubetskoy-ს ცნობილ ალბომს Ты кинула 20 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს „Ляпис-98″ განსაკუთრებული კონცერტებით აღნიშნავს. ლეგენდარული ჯგუფი Lyapis Trubetskoy-ს მოღვაწეობა სერგეი მიხალოკის ახალი კოლექტივის „Ляпис – 98″ ფორმატში გრძელდება”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები