Live Button Live
მთავარი გვერდი » რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს! – მამუკა ფიფია:

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს! – მამუკა ფიფია:

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, მათ მიიღეს მტკიცებულება, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელობა დაითანხმა თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ჩარევაა. შეერთებული შტატები აპირებს, გამოიყენოს ჩარევის ახალი ინსტრუმენტი, რათა მისთვის არასასურველი, საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვება არ დაუშვას.

გეგმის მიხედვით, ეუთო კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს დასკვნას, რომ ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის პირობები არ არის. შემდეგ წარმოდგენილი იქნება საარჩევნო პროცესის “გაყალბების” და შეუსაბამობის შესახებ, რამაც ვაშინგტონის მოკავშირე ოპოზიციურ ძალებს ხელ-ფეხი უნდა გაუხსნას მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის და ძალაუფლების ძალისმიერი გზებით ხელში ჩასაგდებად.

ამ ინფორმაციამ რუსული მედიის დიდი დაინტერესება გამოიწვია. საკითხში გარკვევას მედიის წარმომადგენლები პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანთან, მამუკა ფიფიასთან შეეცადნენ.

მამუკა ფიფია:

– საგარეო დაზვერვის  სამსახურის ანგარიში სრულად ემთხვევა ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენ ამის შესახებ, დიდი ხანია, ვსაუბრობთ. გასაგებია, რომ დასავლეთი ბოლომდე ცდილობს, ჩაეჭიდოს ჩვენს რეგიონს, არ სურს აქედან გასვლა, არ მოსწონს, რომ ამ რეგიონის მოთამაშეები დამოუკიდებლები ხდებიან და სუვერენულები. ისინი ყველა ხერხით ცდილობენ რეგიონში დარჩენას, ხოლო ეს რეგიონი იმისთვის სჭირდებათ, საქართველო რუსეთს შეაჯახონ, ააფეთქონ კავკასიის რუსული ნაწილი და შავ ზღვაზე დაამყარონ საკუთარი უპირატესობა. რადგან ეს არ გამოსდით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ. აკი, მმართველმა გუნდმა ხაზგასმით განუცხადა დასავლეთს, რომ მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოში კარგად ესმით, რომ სტაბილურობა და მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რომ არ შეიძლება, დასავლეთის ხელში “ბრმა იარაღად” გადაქცევა. ხოლო დასავლეთს არ ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ისინი გვთავაზობენ, ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება და ჩვენს გენეტიკაში არ დევს – ჩვენ არასოდეს წავალთ ეკლესიის, ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ. დასავლეთის ავტორიტეტი ქართველთა თვალში სულ უფრო მეტად მცირდება, ამიტომ, დასავლეთი გადამჭრელი მოქმედებებისთვის ემზადება და მათი მეთოდები დღითიდღე სულ უფრო პროვოკაციული და ხისტი ხდება.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები მასხარებივით იქცევიან; 32 წელია, გვარწმუნებენ, რომ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში; აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები – ეს საკენკი უკვე აღარ მუშაობს. ეს ახალგაზრდობასაც ესმის. დასავლეთს საქართველოში აქციებზე სკოლის მოსწავლეებიც კი გამოჰყავს, ამჯერად უფრო ხისტი მეთოდებით შეეცდებიან, კიევის მაიდნის მოვლენები გაიმეორონ, სისხლი დაღვარონ. ამიტომ, ხელისუფლებას პროვოკაციის ასარიდებლად მაქსიმალური სიფრთხილე მართებს!

მსგავსი სიახლეები