Nasa-ში პროგრამა Artemis-ის ბიუჯეტი შეიმუშავეს – ადამიანის მთვარეზე დაბრუნება

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (Nasa)  28 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა მოამზადა,- ადამიანები მთვარეზე 2024 წელს დაბრუნდებიან. პროგრამა Artemis-ის ფარგლებში Nasa დედამიწის თანამგზავრზე ქალსა და კაცს გაგზავნის. ამის შესახებ BBC წერს.

1972 წლიდან ეს ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება მთვარის ზედაპირზე. ახალი დოკუმენტი პროექტის პირველ ფაზას მოიცავს, – 2021 წლის შემოდგომაზე მთვარის ირგვლივ სატესტო ფრენა უნდა განხორციელდეს. კოსმოსური აპარატის ბორტზე ადამიანები არ იქნებიან.

პროექტის განხორციელება კანონმდებლებზეა დამოკიდებული. Nasa-ში აცხადებენ, რომ პროექტის ბიუჯეტი აშშ-ის კონგრესმა და სენატმა უნდა დაამტკიცონ. მეცნიერები კანონმდებლებისგან 2021 წლისთვის 3.2 მილიარდ დოლარს ითხოვენ. წარმომადგენელთა პალატამ სააგენტოს მთვარეზე დასაშვები აპარატის შესაქმნელად 600 მილიონი დოლარი უკვე გამოუყო, – Nasa-ში აცხადებენ, რომ აპარატის ბოლომდე დასამუშავებლად დამატებითი თანხა სჭირდებათ.

კომენტარები