NCDC-ის რეკომენდაციები, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19 ვაქცინის პირველი დოზით აცრილი პირებისთვის, რეკომენდაციებს ავრცელებს:

-„მათთვის, ვინც  „COVID-19“ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, კვლავ მნიშვნელოვანია: ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში; დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია; თავი აარიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს;

მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები, სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ „COVID-19“-ზე ტესტირება. გისურვებთ ჯანმრთელობას“.

კომენტარები