New York Times – ნატო უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს

 

ამის შესახებ New York Times იტყობინება. ნატოსთან მოლაპარაკებების დროს რუსეთის ფედერაციამ ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნად წამოაყენა უკრაინის ნატოში არ შესვლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ის არ მისცემს მოსკოვს უფლებას შელახოს უკრაინის სწრაფვა ნატოში გაწევრიანების შესახებ. ვაშინგტონს არ აქვს მოკლევადიანი გეგმები, რათა დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ალიანსში მოხვედრაში“, – წერს New York Times.

რეალობა იმაზე გაცილებით განსხვავებულია, რა სურათსაც ხატავენ, საქართველოსა და უკრაინაში პროდასავლური პოლიტიკური ლიდერები.
ფაქტია, რომ უკრაინის და საქართველოს ალიანსის წევრობა არ შედის არც ამერიკის და არც ალიანსის სხვა წამყვანი სახელმწიფოების ინტერესებში.
მათი საბოლოო შემოთავაზება კი ჩვენს ორ რეგიონზე უარის თქმის შემთხვევაში გაწევრიანებაა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები