Pfizer-მა აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენების დამტკიცების პროცესი დაიწყო

კომპანია Pfizer-მა აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენების დამტკიცების პროცესი დაიწყო.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება სექტემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინების გამაძლიერებელ დოზებს ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცებულთა სახლების ბინადრებსა და ხანდაზმული ასაკის პირებს მისცემენ.

23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფოლა.

კომენტარები