„Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო“

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო. შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, ყოველწლიურად იყოს საჭირო. ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა განაცხადა.

-„უახლესმა კვლევებმა აჩვენა, -დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მცირდება, იმუნიტეტის გასძლიერებლად მესამე დოზა დაგვჭირდება, რათა მისი მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ“, – ამბობს კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი.

15 აპრილს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, –  შეიძლება, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდეს საჭირო.

კომენტარები