Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია
აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ვაქცინა, 43 000 ადამიანზე უკვე დატესტეს, ცდის მე-3 ფაზაშია, – ეს არის ფინალური საფეხური კომერციული ლიცენზიის მიღებამდე.
-მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის დიდი დღეა. მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ, შესაძლოა, ჩვენი ვაქცინა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით იქნას გამოყენებული“,- აცხადებს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ექიმი ალბერტ ბოურლა.
კვლევის პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ვაქცინის ეფექტურობაში მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულები არ იქნებიან.
ვაქცინის შესახებ ყველა საჭირო მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გასტანს. შეგროვილი მონაცემები შემდგომ უკვე დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოებს წარედგინებათ. ვაქცინის სწრაფი ლიცენზირების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალისთვის პირველი დოზების მიწოდება წლის ბოლოს მოხდება.
ვაქცინა დამატებით შემოწმებას ნოემბრის მე-3 კვირაში გაივლის. დატესტვის ფაზაშია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული პოტენციური ვაქცინაც.