Pfizer/BioNTech კვლევები 2-დან 5 წლამდე ბავშვებში დაიწყება

Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოზარდებში ტესტირების შედეგები ცნობილია.  12-15 წლის ბავშვებში პრეპარატის ეფექტიანობა 100%-ს შეადგენს. აშშ-ში 2 260 მოზარდის მონაცემები შეისწავლეს. 1 129 მათგანმა პლაცებო მიიღო, მათ შორის, ვირუსის 18 შემთხვევა გამოვლინდა. 1 131 აცრილ მოხალისეს „COVID-19“ არ დაუდგინდა.

ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

მოზარდებში ისეთივე გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა, როგორიც ზრდასრულ მოსახლეობაში:  ტკივილი ინიექციის ადგილში, ცხელება, თავბრუს ხვევა.  კვლევის მონაწილეების ჯანმრთელობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

პრეპარატის საგანგებოდ გამოყენების გაფართოებული ნებართვის მისაღებად კვლევის შედეგს აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას გადასცემენ.

მომდევნო კვირაში Pfizer/BioNTech კვლევები 2-დან 5 წლამდე ბავშვებში დაიწყება, შემდეგ ეტაპზე ვაქცინის ეფექტიანობას 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვები შეისწავლიან.

კომენტარები